15:01 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-31 13:45:06, 555 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი პრემიერის ცოლისთვის გადაცემულ ტყეზე - ეს ჩუქება არაა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იგივე გააკეთოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ტყეის მონაკვეთი აბსოლუტურად ლეგალურად, იჯარით აუქციონის პირობებში გადაეცა.
 
მისივე თქმით, მოიჯარე ვალდებულია ტყეს  სათანადო პირობებით მოუაროს და ამაში სახელმწიფოს თანხა გადაუხადოს.

"აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება. შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხიმგებლობის ფარგლებში რომ გადმოგცეთ თქვენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით. ანუ არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს არის პირიქით ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს თანხა გადაუხადონ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics