|
2022-01-24 17:05:10, 934 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მისი გლდანში გატაცების კადრების გასაჯაროებას ითხოვს
„მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სთხოვს, გაასაჯაროვონ მისი გადაყვანისა და გატაცების კადრები“, - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ექს-პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ის მოკლე ფრაგმენტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თავისთავად იყო ძალიან მძიმე, მაგრამ რეალობას ბოლომნდე არ ასახავდა. „მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ ასეთი: ის პირველი დღიდან, მანამ, სანამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იტყოდა, რომ ეს მასალა მას აქვს, ითხოვდა ამ კადრების გასაჯაროებას. უცვლელი რჩება მისი პოზიცია. სთხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გაასაჯაროვონ ეს კადრები და საზოგადოებამ ნახოს უწყვეტ რეჟიმში გადაყვანისა და გატაცების კადრები, ვინაიდან, ის მოკლე ფრაგმენტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თავისთავად იყო ძალიან მძიმე, მაგრამ რეალობას მთლიანად არ ასახავს“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ოცნების მიერ დანიშნულმა ახალციხის მერმა წიკლაურმა კათოლიკეებს უარი უთხრა საკონფერენციო დარბაზის დათმობაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)