|
2022-01-17 15:58:40, 559 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე არსებულ (1,7კმ) საგზაო მონაკვეთს მოიცავს. პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყოფა სპეციალური ზოლები და მოეწყობა ველობილიკი. გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები 20 იანვარს დაიწყება, რომელიც მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება. თბილისის მერია გაცნობებთ, რომ 20 იანვრიდან ოთხი თვის განმავლობაში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით, „300 არაგველიდან“ მეტროსადგურ „ავლაბრისკენ“ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი გადაადგილდებიან თელავისა და წურწუმიას ქუჩების საშუალებით, ასევე, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და შემდეგ ბარათაშვილის აღმართის საშუალებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები - N2, N25, N37, N39, N43 იმოძრავებენ თელავის ქუჩის გადაკვეთამდე, მარცხნივ მოხვევით, მოძრაობას განაგრძობენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიასა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ევროპის მოედანს. ავტობუსები ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე მიიყვანენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდებიან ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. მიკროავტობუსები - N2, N34, N62, N68, N117, N120, N170 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრაობას თელავის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ალექსანდრე წურწუმიასა და ნიკიფორე ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბარს“ დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მოძრაობას ალექსანდრე წურწუმიასა და თელავის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



