15:22 - 23 Jan, 2022
2022-01-14 12:17:44, 524 ნახვა

საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და შესაბამისი განაცხადით, მათ უკვე მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს.

როგორც სააგენტოს ერთ–ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, ორშაბათიდან სააგენტოს 400–მდე თანამშრომელი გაიფიცება. 

„სააგენტო ამდენი ხნის მანძილზე არასერიოზულად უდგება ჩვენს პროტესტს, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა. ჩვენ გუშინ გავაგზავნეთ შეტყობინება, როგორც სააგენტოში, ასევე შეტყობინება გავუგზავნეთ მინისტრს, რომ 17 იანვრიდან, ორშაბათიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცენტრების უმეტესობა ფუნქციონირებას შეწყვეტს“ – აცხადებს სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოსთან












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics