17:08 - 23 Jan, 2022
2022-01-14 12:00:42, 465 ნახვა

საზოგადოება
თბილისის „საახალწლო სოფელი“ დღეს კონცერტით დაიხურება

14 იანვარს, 20:00 საათზე, დედაენის ბაღში, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფელი“ გრანდიუზული კონცერტით დაიხურება.   

კონცერტში მონაწილე შემსრულებლები - მაია ბარათაშვილი, სოფო ხალვაში, ოთო ნემსაძე, ნუკრი კაპანაძე, „ქუჩის ბიჭები“, ეკა დოლიძე, დათო ფორჩხიძე მსმენელის წინაშე პაატა ანდრიაძის ბენდთან ერთად წარსდგებიან და მრავალჟანრობრივ პროგრამას შეასრულებენ, რომელიც ამ საღამოსთვის პროექტის ავტორმა, რუსუდან მორჩილაძემ შეადგინა.

ძველით ახალი წლის მუსიკალურ საღამოზე ასევე, ჯგუფი The Quintessence, ანსამბლი „შავნაბადა“ და გიორგი სუხიტაშვილი ოსურ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.

ღონისძიების წამყვანები ბახვა ბრეგვაძე, თიკა ფაცაცია და ლევან ხურციძე მუსიკალურ ნომრებს წარადგენენ და „საახალწლო სოფლის“ სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ.

მომღერლები და რეპერტუარი:

1.         მრავალჟამიერი - „შავნაბადა“

2.         აფხაზური - The Quintessence, „შავნაბადა“

3.         ოსური - The Quintessence, გიორგი სუხიტაშვილი

4.         Operator – The Quintessence

5.         აიარა - გიორგი სუხიტაშვილი

6.         თოლიები - სოფო ხალვაში

7.         Chain reaction - სოფო ხალვაში

8.         ფიფქებო - ოთო ნემსაძე

9.         იები - ოთო ნემსაძე, The Quintessence

10.       Can’t buy me now - მაია ბარათაშვილი

11.       Route 66 - მაია ბარათაშვილი

12.       დიპლიპიტო - ნუკრი კაპანაძე, The Quintessence

13.       დაბრუნება - „ქუჩის ბიჭები“

14.       შენთან ვიქნები - „ქუჩის ბიჭები“

15.       I wish - ეკა დოლიძე

16.       Only thing is missing - ეკა დოლიძე

17.       დიდხანს გელოდი - დათო ფორჩხიძე

18.       თოვლი მოსულა - დათო ფორჩხიძე




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოსთან












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics