23:31 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-29 21:24:16, 735 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი 1-ლი მოსმენით მიიღო

„თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი, თანმდევ საკითხთან ერთად, I მოსმენით განიხილეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომლის თანახმად, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსებში და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში. თამბაქოს მოწევა აგრეთვე, აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში - ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა.  კანონს ასევე დაემატება ტერმინი - „ბრენდის გაფართოება". აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცლელებს.

უწყების ცნობით, მომხსენებლის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს ახალ სახეობაზე პიქტოგრამის დატანების წესი 2025 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.

გამომდინარე კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს ისეთი სამართალდარღვევებისთვის სანქციის დამატებას, როგორიც არის: თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია საგანმანათლებლო  სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში; მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანისას; თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით; ბრენდის გაფართოება, აგრეთვე, სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინი, რომელიც ახდენს არ შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება მასში განთავსებული პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი.

პარლამენტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი 79 ხმით, 2 წინააღმდეგ დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics