|
2021-12-28 14:00:49, 526 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე - მკურნალობის დასრულების შემდეგ, პატიმარი ვერ იქნება საავადმყოფოში
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან N12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, მსჯავრდებული სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამკურნალოდ 19 ნოემბერს იქნა გადაყვანილი და მას ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. გუშინ მიღებული იყო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ, რასაც მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა. ,,19 ნოემბრიდან მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნა მკურნალობის მიზნით გორში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის დასრულების შემდგომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და, შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი გადაწყვეტილების დროებით გადავადების შესახებ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ. რატი ბრეგაძემ არ გააკეთა ვრცელი კომენტარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და განაცხადა, რომ ამის შესახებ დეტალურად შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. ,,ვრცელდება ძალიან ბევრი და სხვადასხვა სახის ინფორმაცია და, ბუნებრივია, ამ სპეკულაციებზე ვერ ვისაუბრებ; შეუძლიათ, ისაუბრონ შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა. როგორც უკვე მოგახსენეთ, მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან და, ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში მაშინ, როდესაც დასრულებულია მკურნალობა და იგი გაწერილია შესაბამისი ჰოსპიტლიდან. ის არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას. არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების აბსოლუტურად კანონიერ მოთხოვნებს, შემდგომში, როგორც უკვე მოგახსენეთ, მას აღენიშნა წნევის ცვალებადობა და, შესაბამისად, იქნა მიღებული გადაწყვეტილება ამ ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ",-განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ოცნების მიერ დანიშნულმა ახალციხის მერმა წიკლაურმა კათოლიკეებს უარი უთხრა საკონფერენციო დარბაზის დათმობაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)