|
2021-12-28 12:09:31, 751 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ნაცვლიშვილს - ქალბატონო ანა, თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილის როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო, ბიუროზე როდის მოვიდე
ქალბატონო ანა, თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილით როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო და ბიუროზე როდის მოვიდე, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ,,ლელო"-ს დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ბიუროს სხდომის ჩატარებამდე საკითხის გადადებას ითხოვს. მაჭარაშვილის ამ განცხადებამდე ნაცვლიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და განმარტება მოითხოვა, რატომ ჩაშალეს ბიუროს სხდომა, სადაც მის პარტიას „ამნისტიის შესახებ“ ასევე სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტები უნდა დაერეგისტრირებინა. ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის კანონპროექტის გატანის ეშინია. ,,მოუწოდეთ საკუთარი პარტიის წევრებს, თუ გაქვთ ამდენი ძალაუფლება პარტიაში, რომ ჩაინიშნოს ბიურო, ან გადავდოთ განხილვა. ძალიან გთხოვთ ტყუილში ნუ შეგყავთ საზოგადოება! საგნობრივი მსჯელობა რომ გვინდოდა, სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ ალტერნატიული კანონპროექტები, მაგრამ თქვენ არც საგნობრივი მსჯელობა გინდათ და არც სიმართლის მოსმენა. ამაშია პრობლემა. რატომ გეშინიათ, რომ პლენარულ სხდომაზე დადგეს ორი კანონპროექტი და საზოგადოებამ შეაფასოს თქვენი კანონპროექტი აძლიერებს ადამიანის უფლებებს თუ ჩვენი? ამის რატომ გეშინიათ?“ - მიმართა ნაცვლიშვილმა მაჭარაშვილს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)