|
2021-12-28 10:30:15, 603 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ბატონო მიშა, მოითხოვეთ ადვოკატის შემოყვანა – ეს ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან არაფრით აღარ განსხვავდება
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, თუმცა ჯერ-ჯერობით, როგორც გვარამია განმარტავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება არ ეძლევა. მისივე თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან არაფრით აღარ განსხვავდება და სააკაშვილისთვის რეფერალური საავადმყოფო უნდა იპოვონ. "მიხეილ სააკაშვილს მივმართავ ეხლა, თუ უყურებს ამას ყველაფერს და ტელევიზორი თუ დაუტოვეს, ბატონო მიშა, მოითხოვეთ, მე აქ ვდგავარ და ველოდები შესვლას. 10 საათზე უნდა შევსულიყავი შეუფერხებლად, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი პასუხია, რომ ექიმია და გამოვა თუ არა შეგიშვებთ. ეს შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და ბატონო მიშა, მოითხოვეთ თქვენი ადვოკატის შემოყვანა დაუყოვნებლივ. არაფერი არ ვიცით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.არ ვიცით ვინ დაუწერა ფორმა-100. მაინტერესებს ფორმა-100თან დაკავაშირებით რის საფუძველზე იქნა დაწერილი რა კონდიციაშია მე თვითონაც ვნახავ იმიტომ რომ სიმართლეს ვერ გავიგებ. ფაქტი ერთია ეს ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან არაფრით აღარ განსხვავდება კეთილი უნდა ინებობ და იპოვონ რეფერალური საავადმყოფო ან სხვა ქვეყანაში, რომელიც მის უსაფრთხოებას და რეაბილიტაციას. ის აქ არც უსაფრთხოდ არის და არც რეაბილიტაცია უტარდება. მას ფაქტობრივად უახლებენ წამების ტრავმას. მეორე მცდელობა იყო მოტაცების მიხეილ სააკაშვილის.", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)