|
2021-12-24 11:08:51, 946 ნახვა
საზოგადოება
შს სამინისტროში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის პრევენციის მიზნით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სტუმრად მოწვეულ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში - კელი დეგნანს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ უმასპინძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრი "112"-ის დირექტორმა - გიორგი არსოშვილმა და მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ - იმედა მაკასარაშვილმა პრეზენტაციაზე მოწვეულ პირებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები, საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა იმ მძიმე შედეგებს, რასაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იწვევს და ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. "ვიდეორგოლი ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით შეიქმნა. იგი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში პოლიციის როლი უმნიშვნელოვანესია, რაც გულისხმობს, როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების შემუშავებასა და ინიცირებას, ასევე, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და რეგულირების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას. წელს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა და ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლებისთვის სასჯელი გამკაცრდა. ამასთანავე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რითიც მოხდა საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება შესაბამის დირექტივებთან. აღნიშნულის პარალელურად, გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საგზაო მოძრაობის რეგულირების მიმართულებით, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში." - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)