19:28 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 16:41:49, 813 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობას კოვიდპანდემიის მართვაზე შეზღუდვების დაწესების უფლება 2023 წლამდე გაუხანგრძლივდა

საქართველოს მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება 1წლით 2023-მდე გაუხანგრძლივდა. 

გადაწყვეტილება მმართველი გუნდის დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღეს. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესაბამის ცვლილებას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ - 4 წავიდა. 

კანონპროექტის ინიციატორი "ქართული ოცნება" იყო. მმართველი გუნდის განმარტებით, კანონის მიზანია, "2022 წლის 1 იანვრის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება".

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადა უკვე რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ცვლილების მიხედვით, კანონი მთავრობას ლოკდაუნის, კომენდანტის საათის და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის დაწესების უფლებას აძლევს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics