20:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-21 12:51:18, 520 ნახვა

საზოგადოება
რამაზ გერლიანის ოფისიდან სამართალდამცველებმა წერილი და მობილური ტელეფონი ამოიღეს

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გაუჩინარებული "ეკო­ნო­მი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტის, რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის წე­რილ­სა და მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს მი­აკ­ვლი­ეს. 

შსს-მ წე­რი­ლიც და ტე­ლე­ფო­ნით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­სი­დან ამო­ი­ღო.

ამასთან ცნობილია, რომ მო­ბი­ლურს, რო­მე­ლიც ეკონომიკური ექსპერტის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე იდო, მარ­კე­რით მი­წე­რი­ლი ჰქონ­და პა­რო­ლი, რი­თაც პო­ლი­ცი­ას გერ­ლი­ა­ნის ტე­ლე­ფო­ნის გახ­სნა შე­უძ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა წე­რილის შინაარსს, წე­რილ­ში რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი აცხა­დებს, რომ "ბევ­რი ით­მი­ნა“ და "და­ი­ღა­ლა". ასე­ვე, მი­მარ­თავს შვი­ლებს, რომ უყ­ვარს, ღმერ­თს კი პა­ტი­ე­ბას თხოვს.

ცნობისთვის, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს, გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, რამაზ გერლიანს ოჯახის წევრები და ახლობლები 2 დღეა ეძებენ. 
ამასთან, გერ­ლი­ან­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე სოციალურ ქსელში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც შსს-ს თა­ნამ­შრო­მელ გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვილს შან­ტაჟ­სა და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში შე­მოჭ­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებდა.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics