09:04 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 13:09:49, 496 ნახვა

საზოგადოება
GITA - ს 3000 IT სპეციალისტის გადაამზადების პროგრამა გრძელდება

3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა გრძელდება. ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში კვალიფიციური კადრების მომზადებას აგრძელებს. 

7 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება აქვს, დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ კურსზე, როგორიც არის: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, Game/Mobile development, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, ქსელები, ვირტუალიზაცია და სხვა. ჯამში 45 მიმართულება.

გარდა პროფესიული ტრენინგისა, თითოეული მონაწილე გაივლის ასევე დამატებით კურსს პროდაქტ მენეჯმენტში და ფრილანსერობაში, რათა შეიძინოს საჭირო უნარები (soft skills) და შეძლოს იმუშაოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვეთებთან/კომპანიებთან. კურსების უმრავლესობა მოიცავს ასევე რეალურ პროექტებზე მუშაობას. კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ კი ყველა კურსდამთავრებული მიიღებს საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდის ვაუჩერს. ტრენინგები წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

ტრენინგების ჩატარებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს, Space Cad-თან და თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ერთად.

პირველი ნაკადის მიღება 2020 წლის ნოემბერში გამოცხადდა და თავდაპირველად 500-ზე მეტი IT სპეციალისტი გადამზადდა, რომელთა უმრავლესობამ (70%) შეძლო წარმატებით ჩაებარებინა საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდა და მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება.

ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: www.ict.gov.ge

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics