04:46 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 11:46:13, 695 ნახვა

საზოგადოება
Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე კალიფორნიის შტატის სასამართლოში განხილვა 24 იანვარს გაიმართება

ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ Netflix-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, კალიფორნიის შტატის სასამართლოში ღია ზეპირი განხილვა 24 იანვარს, მხარეთა მონაწილეობით გაიმართება.

როგორც ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველებმა აღნიშნეს, Netflix-მა დაცვის ტრადიციული გზა წარმოადგინა და სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა, 

ცნობისთვის, ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მინისერიალ „​ლაზიერის გამბიტს“–ის ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ. კერძოდ, როდესაც ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ჰარმონის] შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში... აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან.”

„ბრალდება, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცთან, არის სიცრუე, ასევე უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი - 1968 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა ეპიზოდში ხდება მოქმედება, მას სულ მცირე 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის სულ მცირე ათ დიდოსტატთან... ასევე Netflix-მა გაფრინდაშვილს უწოდა რუსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ის ქართველია და რომ საქართველო რუსეთის ზეწოლის და შეტევების მსხვერპლია.“ - ნათქვამია გაფრინდაშვილის სარჩელში




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics