20:56 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 17:54:03, 377 ნახვა

საზოგადოება
„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინების შესყიდვისას თანადაფინანსება 50%-ია

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების” სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებით მეორადი გამოყენების კომბაინების შესყიდვისას  თანადაფინანსება იზრდება. - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინის შეძენის შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრა  50% -ით, მაგრამ არაუმეტეს 100,000 ლარით.

„პროგრამის ფარგლებში  „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინის შეძენის სურვილის შემთხვევაში თანადაფინანსების მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარებმა განაცხადი უნდა გააკეთოს  მატერიალური სახით სოფლის განვითარების სააგენტოში. 

პროგრამის ფარგლებში დაიტერესებულ პირებს  შესაძლებლობა აქვს განაცხადი  გააკეთოს როგორც კომბაინის, ასევე ზოგადად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე თანადაფინანსების მისაღებად.

„სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების” სახელმწიფო პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.  პროგრამა  როგორც ახალი, ასევე მეორადი  გამოყენების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  თანადაფინანსებას მოიცავს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics