13:42 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 14:41:56, 351 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 122 დევნილ ოჯახს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები დაუკანონა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თბილისსა და ქობულეთში მცხოვრებ 122 დევნილ ოჯახს  (321 ადამიანი) საკუთრებაში გადასცა და დაუკანონა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საერთო სარგებლობის ფართები. შესაბამისი განკარგულება დღეს საქართველოს მთავრობის სხდომამ დაამტკიცა.  

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით - სიმბოლურ ფასად გადავეცით ქონება. კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ხუთ ამხანაგობას, რომლებიც შედგება იძულებით გადაადგილებულ პირთაგან, ქობულეთსა და თბილისში, სხვადასხვა რაიონში 1 ლარად გადავცემთ საკუთრებაში საერთო სარგებლობის ფართებს იმ კორპუსებში, სადაც ისინი კომპაქტურად არიან ჩასახლებულები", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, ეს არ არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით მიიღო.  ნათია თურნავას განცხადებით, პერიოდულად ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან დაკავშირებით, იქნებიან ესენი დევნილები თუ სოციალურად დაუცველი პირები და მათთვის სიმბოლურ ფასში, 1 ლარად ხდება ფართების დაკანონება.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ ამა თუ იმ მისამართზე, მაგრამ დღემდე, სამწუხაროდ, საკუთრებაში არ ჰქონდათ დაკანონებული საცხოვრებელი ფართები. ამ პრობლემას ჩვენ სისტემურად ვაგვარებთ და პროცესი კვლავინდებურად გაგრძელდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics