14:01 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 10:20:29, 475 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

პროექტის  „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში - Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. 

უწყების ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და  ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, პროექტი  ესტონურმა კომპანიამ  „თიმბერბეთერი”,  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური და საქართველოს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის Geo ტექნიკური მხარდაჭერით განახორციელა.  

პროექტის ფარგლებში, სატესტო სამუშაოები საქმიან ეზოებსა და  სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე  მიმდინარეობდა,   რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. 

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია  ტყესთან დაკავშირებული ზუსტი ინფორმაციის შეგროვება და მათი ერთიან სისტემაში თავმოყრა. ხე-ტყის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ესტონური მოდელი დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყითსარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლი ეფექტიანად განახორციელონ“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. 

„მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღიაობისთვის და ესტონური ტექნოლოგიების არჩევისთვის საქართველოს ტყეების განვითარებაში. იმედს გამოვთქვამ, ასეთი წარმატებული დასაწყისით გავაგრძელებთ მომავალ თანამშრომლობას“, - განაცხადა რიინა კალიურანდმა.

შეხვედრას ესტონეთის საელჩოს, კომპანიის „თიმბერბეთერი”, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და  დაცული ტერიტორიების სააგენტოს  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - „თიბისი დაზღვევა“
მდინარაძე - ვისაც არ უნდა, მხარი დაუჭიროს ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics