|
2021-11-16 10:22:06, 482 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ინდივიდუალური კონსულტირებისთვის სამიზნე ჯგუფებს სმს-ები დაეგზავნა
სამიზნე ჯგუფის მობილიზების მიზნით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები დააგზავნა თბილისსა და ქუთაისში, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (worknet.gov.ge) რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებთან. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაინტერესებული სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ ეწვიონ დასაქმების ხელშეწყობის ცენტრებს თბილისსა და ქუთაისში, სადაც მათ სააგენტოს დასაქმების კონსულტანტი/ქოუჩი მათ ინდივიდუალური მიდგომის და კონსულტირების საფუძველზე გაუწევს მხარდაჭერას დასაქმების პროცესში. დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მისამართებია: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქ. N33; ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N66ა; ასევე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრი: ქ. ქუთაისი, ტაბიძის ქ. N40. მათივე ინფორმაციით, დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ESCape დასაქმების ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად". პროექტს ახორციელებს კონსორციუმი: სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), ფრიდრიხ ებერტის ფონდთან (FES), დემოკრატიის განვითარების სააგენტოსა (DDA) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტის მიზანია დასაქმების და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა შემდეგი მექანიზმებით: საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნარ-ჩვევების განვითარება და ძირეული კომპეტენციების გაუმჯობესება, ინტენსიური კონსულტირების ახალი მოდელის დანერგვით და „რთულად დასასაქმებელი“ პირებისათვის ძირითადი კომპეტენციების შესწავლა. პროექტის სამიზნე ჯგუფია ე.წ. „რთულად დასასაქმებელი“ სამუშაოს მაძიებლები. პროექტის ფარგლებში დასაქმებული კონსულტანტები (ქოუჩები) რეფერირებულ სამუშაოს მაძიებლებს ეხმარებიან ბარიერების დაძლევაში, მოტივაციის გაზრდასა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციაში.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



