|
2021-11-11 15:20:27, 611 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - შიშით, სტრასბურგის სასამართლოს კადრების გასაჯაროება არ მოეთხოვა, თავად მოუწიათ გავრცელება
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მტკიცებით, "ქართული ოცნება" იძულებული გახდა, სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის კადრები გაევრცელებინა, რადგან იცოდნენ, რომ კადრები მაინც გასაჯაროვდებოდა. "იმის შიშით, რომ არ გაუვრცელდეს ის კადრები, სადაც აღბეჭდილია მასზე ძალადობა და სტრასბურგის სასამართლომ არ მოსთხოვოს კადრების გასაჯაროება და მიწოდება მათთვის, თუ როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი მათივე ენით შესახლებული, მაგრამ სინამდვილეში ძალადობით შეყვანილი, გადაწყვიტეს მათთვის უმტკივნეულესი დილემა ისე, როგორც გადაწყვიტეს. მოუწიათ გასაჯაროება", - ამბობს მელია. პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვლის მორიგი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ კადრების გავრცელების მიზანია, აჩვენონ, თუ როგორ "მიაყენა სააკაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა" თანამშრომლებს და როგორ დააზიანა მან ტექნიკა.
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)