|
2021-11-09 17:47:23, 665 ნახვა
პოლიტიკა
DRI – მიხეილ სააკაშვილის მიმართ განვითარებული მოვლენები დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, 8 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის იძულებით გადაყვანა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო ინსტიტუტების უკიდურეს პოლიტიზაციას და მათ შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, არაადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა თავისთავად წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას. აღნიშნულის ფონზე შემაშფოთებელია, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ამასთანავე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის არასათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა და იძულება, დაექვემდებაროს იძულებით მკურნალობას მისთვის ღირსების შემლახავ გარემოში, შესაძლოა შეფასდეს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობად და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევად ჩაითვალოს. "კონვენციის მესამე მუხლთან მიმართებით, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს, განსაზღვროს, არსებობს თუ არა რისკები პატიმარი დაექვემდებაროს არასათანადო მოპყრობას და ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა სათანადო გონივრული ზომა ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, მითითებულ დაწესებულებაში მოტყუებით გადაყვანით, სახელმწიფომ განზრახ და მიზანმიმართულად დაარღვია საკუთარი პოზიტიური ვალდებულება, აღმოუჩინოს პატიმარს სათანადო სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური უსაფრთხოება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულების მეთოდების გამოყენება; არასათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, სადაც არსებობს მისი უსაფრთხოების, სიცოცხლის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ხელყოფის მუდმივი რისკები; ასევე, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის არაერთი შემთხვევა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკიდურეს პოლიტიზაციასა და დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი უერთდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებას და მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციის მიზნით, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება", – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)