15:10 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 09:55:29, 674 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიემართებიან

ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციიდან მსვლელობით იუსტიციის სამინისტროსკენ მიემართებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ისინი იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას მოითხოვენ და გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხი მოსთხოვონ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და მოახდინეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებშიც იმყოფებიან.

ცნობისთვის, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გუშინ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, გადაყვანილი იყოს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics