|
2021-11-08 19:24:57, 937 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, დღეს 20:00 საათიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით, გ. ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე. გადაადგილება ასევე, შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები კი, ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით გადაადგილდებიან. მათივე ინფორმაციით, მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეებების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების საშუალებით. "მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით იმოძრავებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მარშრუტებით: ავტობუსები - N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები - N2, N31, N41, N120, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რის შემდეგაც, სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და არსებული სქემით იხელმძღვანელებენ. ავტობუსები - N31, N37, N46, N301, N345, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით რუსთველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, რის შემდეგ მ. ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველს“ დაუკავშირდებიან და შემდგომ იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით. ავტობუსები - N50, N71, N344 და მიკროავტობუსები N140, N149, N176 გორგასალის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით; ავტობუსები - N2, N20, N25, N39, N43, N59 და N80 მგზავრთა მომსახურებას ნ. ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით. ავტობუსები - N4, N10, N90, N103, N106 და N112, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). რაც შეეხება N124-ს, ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით იმოძრავებს, შემდგომ კი, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, N124 ავტობუსი ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაადგილდება." - ნათქვამია განცხადებაში.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



