22:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 14:54:23, 619 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მიმდინარე ინფრატრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების კიდევ უფრო სწრაფ და ეფექტიან განხორციელებაზე გაკეთდა აქცენტი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქობულეთის მერთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

ქობულეთში, პროგრამის ,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ბულვარის მშენებლობა.

სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და  სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში 6 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

ასევე, მიმდინარეობს ალამბრის ცენტრის და სკვერის კეთილმოწყობა. ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ცენტრების რეაბილიტაცია ლეღვას, მუხაესტატეს, აჭყვისთავის, ზენითის, კვირიკესა და ხალას ადმინისტრაციულ ერთეულებში ხორციელდება.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების რეაბილიტაციის ფარგლებში ზედა კვირიკეში ახორციელებს ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, მილები, კედლები. დაიგება ასფალტობეტონის საფარი. ამ ეტაპზე დაწყებულია ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics