|
2021-11-04 17:27:06, 739 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მისი თქმით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და საბაგიროს მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება. „დაახლოებით, ერთი თვეა, სამუშაოები მიმდინარეობს. მეამაყება, რომ თბილისში ეს საბაგირო აღდგება. ის შენობა-ნაგებობა, მიმღებ-გამშვები პუნქტი, რომელიც ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, აღდგება, მოწესრიგდება, პირვანდელი სახე და ავთენტურობა მაქსიმალურად იქნება დაცული. ძალიან კარგი პროექტია და დარწმუნებული ვარ, დასრულების შემდეგ ბევრი თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრული რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას. აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH. რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე - 845,55 მეტრი. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის და ის სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



