14:42 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-04 17:21:29, 813 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე – აუცილებელი არაა მეგობრები ვიყოთ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი მნიშვნელოვანია

„არ მინდა საზოგადოებისა და თბილისელების დაყოფა - ჩემიანებად და არაჩემიანებად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე - რას ფიქრობს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა, ისურვებდა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი პოლემიკა არსებობდეს.

„ოპოზიციის გადასაწყვეტია აქციების გამართვა და საკუთარი შეხედულებების სხვადასხვანაირად გამოხატვა. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ჩვენ შეგვძლებოდა ჯანსაღი პოლემიკა, დებატები სხვადასხვა საკითხზე. მე პირადად მზად ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა ამ ქალაქისა და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ნამდვილად არ მინდა საზოგადოების და თბილისელების დაყოფა - ჩემიანებად და არაჩემიანებად.  მე ვარ ყველას მერი. ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ამ ქალაქის აღმშენებლობა და განვითარება შეუქცევადი პროცესი იყოს, რაც ყველასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოპოზიციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზადყოფნას, რადგან მისივე თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა ქვეყნისთვის და ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანია.

„მზად ვარ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის, იმ ადამიანებთან, რომლებიც თბილისის საკრებულოში არიან წარმოდგენილნი. მოვიდნენ, დავსხდეთ, ვისაუბროთ. მხოლოდ ჩვენ კი არ ვიცით ამ ქალაქის პრობლემები. შეიძლება რაღაც შეგვეშალოს, გამოგვრჩეს. შესაბამისად, თანამშრომლობა საჭიროა. აუცილებელი არაა მეგობრები ვიყოთ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოებისთვის და ზოგადად, ამ ქალაქის განვითარებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია! - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics