14:34 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 22:14:56, 1013 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, გამარჯვებული არც ქვეყანაა, არც საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის, არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა და დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა.

როგორც ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამე თუ, მისივე თქმით, გამარჯვებული არც ქვეყანა და არც ხალხია.

„არჩევნები დასრულდა და მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას მშვიდად ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა. მინდა მოვულოცო გამარჯვება ახლად არჩეულ ადგილობრივ საკრებულოს წევრებს, მერებს და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა ქვეყნის სამსახურში. არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, შეიძლება ითქვას, რამე თუ, უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა თვით უბნებზე. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან, ასევე კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისთვის.

ნიშანდობლივია, რომ ცესკო-ს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა, როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონე. არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამე თუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას, საზოგადოებას კი მშვიდობა, პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთის მხრივ კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევაც მარტო არც ერთ ძალას შეუძლია და მეორეს მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობების გასრულება, რამე თუ, დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია! - ვიდეო
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics