|
2021-11-03 09:49:04, 464 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე სოციალურ კოდექსთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა
სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბრის მთავარი თემა „სოციალური კოდექსი“ იყო, რომელიც წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება. რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის. სოციალური კოდექსი დაფარავს სოციალური დაცვის ისეთ მიმართულებებს და სქემებს როგორიცაა, სოციალური დახმარებები, მათ შორის დევნილთა დახმარებები, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, პენსიები და სხვა. რეფორმა გააუმჯობესებს დასაქმებისა და სოციალური გასაცემლების სისტემას, კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების, ორგანიზებისა და რეგულირების მექანიზმებს, გაზრდის მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობას. „დაიწყო მუშაობა სოციალურ კოდექსზე და უკვე გადავედით სამუშაო ჯგუფების გააქტიურების ფაზაში. შევხვდით ევროპელ ექსპერტებს , სადაც არსებული პროგრესი და სამომავლო გეგმები განვიხილეთ. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაფინანსების მექანიზმსა და ევროპულ გამოცდილებას“,-ამის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა. ექსპერტების განცხადებით, სოციალური კოდექსი უნდა გახდეს გარანტი იმისა, რომ ყველა მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, შენარჩუნდება ფინანსური მდგრადობა და გაუმჯობესდება ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ევროპული სოციალური უსაფრთხოების სისტემის დაფინანსების მექანიზმები, ის პრინციპები თუ როგორ ხდება სხვადასხვა მიმართულებების დაფინანსება, მაგალითად, როგორიცაა: პენსია, ჯანდაცვის სერვისები, უმუშევრობა, უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა. ერთმანეთს გერმანული სოციალური უსაფრთხოების მოდელის დაფინანსების ნაწილში საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება გერმანულ მოდელს სამაგალითოდ მოიაზრებს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოდელი ძალიან ხარჯიანია. ჩვენი ეროვნული ბიუჯეტის 30% სოციალური დაცვის სერვისებზე იხარჯება“,-ამის შესახებ ევროპელმა ექსპერტმა ჰაგენ ჰუგელშაფერმა განაცხადა. სოციალური კოდექსის შემუშავება პარტნიორი ორგანიზაციების, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით თანმიმდევრულად განხორციელდება. "სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა 2023 წელს დასრულდება. შეხვედრას დამოუკიდებელი ექსპერტები დიმიტრი ცქიტიშვილი და ალექსანდრე შარაშენიძე ესწრებოდნენ.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



