14:24 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-01 21:10:50, 872 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო - ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდის 51-ე უბნის ბათილი ბიულეტენები დაიკარგა, სიმართლეს არ შეესაბამება

საარჩევნო ადმინისტრაციამ ოპერატიულად მოიკვლია ინფორმაცია და როგორც გაირკვა 51-ე უბნის 11 ბათილი ბიულეტენი დალუქული სახით ადგილზე იყო, თუმცაღა დოკუმენტაციის დახარისხების დროს არ გადაუტანიათ იმ სამუშაო მაგიდაზე, სადაც აღნიშნული უბნის მონაცემების გადათვლა მიმდინარეობდა.ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განაცხადებაშია ნათქვამი.

,,ზუგდიდში, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის შესაბამისად, 7 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს ითვლიან. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიკარგა 51-ე უბნის ბათილი ბიულეტენები და გაკეთდა კიდეც შეფასებები, რომ ასეთი ტენდენცია შესაძლოა სხვა უბნებზეც განმეორდეს.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ოპერატიულად მოიკვლია ინფორმაცია და როგორც გაირკვა 51-ე უბნის 11 ბათილი ბიულეტენი დალუქული სახით ადგილზე იყო, თუმცაღა დოკუმენტაციის დახარისხების დროს არ გადაუტანიათ იმ სამუშაო მაგიდაზე, სადაც აღნიშნული უბნის მონაცემების გადათვლა მიმდინარეობდა.

მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, დეტალურად გადაამოწმონ ინფორმაცია ხმის გადათვლის პროცედურებთან მიმართებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია! - ვიდეო
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics