|
2021-11-01 10:55:08, 587 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშეს ქრისტინა მუმმას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ატაშეს სოფლის მეურნეობის საკითხებში, ქრისტინა მუმმას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში USDA-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას, განსაკუთრებით კი, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) წლების განმავლობაში, საქართველოში აგრარული სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მოხარული ვიქნებით, თუ USDA გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, რომელიც COVID 19-ის პანდემიით მიყენებული ზიანის გამო, კიდევ უფრო მეტად არის კონცენტრირებული საგრანტო კომპონენტებზე. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო წარმატებული და პროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. სოფლის მეურნეობის ატაშე ქრისტინა მუმმა დეტალურად გაეცნო USDA-ის მიერ განხორციელებული პროგრამების მიმდინარეობას და მიღწეულ შედეგებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებების მხარდაჭერა, რაც სექტორის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს USDA-ის მხრიდან სამომავლო თანამშრომლობის და მხარდაჭერის საკითხებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კლიმატის ცვლილების გავლენაზე სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების კუთხით. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) კოორდინაციის და ქვეყნებს შორის სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო ურთიერთობების საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



