13:19 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 16:19:56, 698 ნახვა

პოლიტიკა
მედიაკოალიცია მოუწოდებს მთავრობას, გააკეთოს განმარტებები საქართველოში გორდონის არშემოშვებაზე

კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების, დიმიტრი გორდონის არ შემოშვებასთან დაკავშირებით.

"დღეს, 2021 წლის 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს. დიმიტრი გორდონი საქართველოში შემოსვლის აკრძალვას ამჟამად პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხელ სააკაშვილთან შეხვედრის განზრახვას უკავშირებს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა", – ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, ფეიქრიშვილზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წაუყენეს
პროკურატურამ პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ფეიქრიშვილის საქმეზე ბრალი წაუყენა
პაპუაშვილი – ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ცალკეული გადაცდომები იყო და ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილა, ამას ერთ-ერთში „ნაცმოძრაობა“ იმეორებს
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკურ ზრდას გადახედა და 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რის საფუძველზე?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics