|
2021-10-27 12:11:35, 652 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
საცხოვრებელი ფართების დაკანონების დამადასტურებელი მოწმობები სამგორის რაიონში კიდევ 57 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. კახა კალაძემ ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, დაკანონებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მათივე რაიონის გამგეობებს მიმართონ. „ჩვენ გვაქვს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქონების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას. 2 000-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დავუკანონეთ და ამ ადამიანებს სიხარული და ბედნიერება დავუბრუნეთ. დღეს მაქვს პატივი, სამგორის რაიონში კიდევ 57 ოჯახს გადავცეთ სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ამ ოჯახებს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. მივმართავ ასევე, ყველა იმ ოჯახს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც მოგაწვდიან დაწვრილებით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საბუთები უნდა წარმოადგინოთ საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად. 300 მილიონზე მეტი ღირებულების ქონება გვაქვს მთლიანობაში მსგავსი ოჯახებისთვის გადაცემული, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



