13:07 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 18:29:35, 849 ნახვა

პოლიტიკა
ექიმები ხელისუფლებას – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზებული იყოს პოლიტპროფილურ კლინიკაში.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე "მედგიდის" დამფუძნებელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, ახლა არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო, ქვეყნის ექს–პრეზიდენტი საჭიროებს მონიტორინგს და მრავალკვალიფიციურ მკურნალობას, რას მისივე თქმით, გლდანის ციხესთან არსებულ საავადმყოფოში არ არის. 

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 26–ე დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობსი მდგომარეობა ყოველდღე უფრო და უფრო მძიმდება და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. დღეს ჩვენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, არ არის დრო პოლიტიკური ანგარიშსწორების. დღევანდელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიტპროფილურ კლინიკაში, რაც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის საჭიროებს 24 საათიან მონიტორინგს და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. ეს რესურსი ციხის სამკურნალო დაწესებულებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია, რაც დაადასტურა ომბუდსმენმა. სამწუხაროდ, მთავრობა სხვა გზას არ გვთავაზობს და ისინი, პირდაპირ წირავენ მიხეილ სააკაშვილს", – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, ფეიქრიშვილზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წაუყენეს
პროკურატურამ პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ფეიქრიშვილის საქმეზე ბრალი წაუყენა
პაპუაშვილი – ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ცალკეული გადაცდომები იყო და ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილა, ამას ერთ-ერთში „ნაცმოძრაობა“ იმეორებს
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკურ ზრდას გადახედა და 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რის საფუძველზე?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics