|
2021-10-26 17:18:02, 983 ნახვა
საზოგადოება
სირცხვილია - სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი არაჯანსაღი პოლიტიკური მოტივების საფუძველზე წყდება
მოძრაობა სირცხვილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, ნებისმიერი შედეგი, რომელთანაც არსებული პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება. "მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და მისი პატიმრობის საკითხი ნათლად აჩვენებს ერთპარტიული მმართველობის ნაკლოვანებებს, რომელმაც ქვეყანა დღეისთვის უკვე ავტორიტარულ რეჟიმამდე მიიყვანა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი არაჯანსაღი პოლიტიკური მოტივების საფუძველზე წყდება, რაშიც მთავარი პასუხისმგებელი პირი ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილია. მიუხედავად ნებისმიერი სახის პოლიტიკური გემოვნებისა, სირცხვილია ხელისუფლების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოვლენილი ქცევა – პოლიტიკური დევნა, რომლის მიზანი არა მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ამავეს ღიად მიუთითებს ქვეყნის არაერთი მეგობარი და საერთაშორისო პარტნიორი. ამასთანავე, საგანგაშოა ციხის საავადმყოფოს მიერ შეთავაზებული არასათანადო სამედიცინო მომსახურება, რომელიც ვერ პასუხობს ხაგრძლივი შიმშილობის შედეგად წარმოშობილ სასიცოცხლო რისკებს, რასაც სახალხო დამცველის შეფასებაც ადასტურებს. ხელისუფლების ქცევა ამორალურია ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და მეორე მხრივ ციხის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომელთაც აიძულებენ აიღონ პასუხისმგებლობა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებითა და სიძულვილის ენის გამოყენებითგ ცდილობს, გააღრმაოს პოლიტიკური კრიზისი და საზოგადოების პოლარიზება. შესაბამისად, ნებისმიერ შედეგზე, რომელთანაც არსებული პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს."- ნათქვამია განცხადებაში.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



