|
2021-10-25 13:04:09, 501 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, „ჯითისი ჯგუფის" სამშენებლო მასალების ახალი სასაწყობე სივრცე და შოურუმი გაიხსნა
„თიბისის“ მხარდაჭერით, თბილისში, საქარგილე მასალების უმსხვილესი იმპორტიორის - „ჯითისი ჯგუფის" ახალი სასაწყობე სივრცე და შოურუმი გაიხსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 9 მილიონი ლარია. ახალი ლოკაცია ჯგუფში შემავალი კომპანიის - „ჯითისი რენთის" ბაზაზე გაიხსნა, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი და თანადამფუძნებელი სამშენებლო კომპანია „ანაგია". სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს საყალიბე ინვენტარის მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის, ავსტრიული კომპანიის - Doka-ს წარმომადგენლობა ეწვია, რომელმაც ამიერკავკასიის რეგიონში პირველად, ულტრამსუბუქი საყალიბე სისტემა და ბეტონის მონიტორინგის სისტემა წარადგინა. 2020 წლიდან, „ჯითისი ჯგუფი" საქართველოში Doka-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია. ჯგუფი, Doka-სთან ერთად, საქართველოში სამშენებლო მასალების ისეთი ცნობილი მწარმოებლების წარმომადგენელია, როგორებიცაა: Sveza, Plyterra, Alfix, Gherardi, Extraform და სხვა. პრეზენტაციაზე „ჯითისი ჯგუფმა" დამსწრე საზოგადოებას საიჯარო და საინჟინრო მიმართულებით კომპანიის სერვისებიც გააცნო. ჯგუფის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდი სამშენებლო ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს: ყალიბის საინჟინრო და საკონსულტაციო მომსახურებას, მონოლითის სამუშაოების ოპტიმიზაციას, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პერსონალის გადამზადებას, საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების საიჯარო მომსახურებას. სერტიფიცირებული ინჟინრები და ყალიბის სპეციალისტები, მონოლითის შესრულების მთლიანი ციკლის დაგეგმვას, განხორცილებასა და მონიტორინგს უზრუნველყოფენ. „ჯითისი ჯგუფი" ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების თანამონაწილეა, როგორებიცაა: ბათუმის სტადიონი, „ალიანს ჰაილაინის" ცათამბჯენები, პანორამა თბილისი, კომპლექსი „ალიანს ფრივილიჯი", „ნამაი ვაკე", „ბლექ სი თაუერსი", სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი", სასტუმრო „რადისონ ბლუ გუდაური" და სხვა. 2016 წლიდან „თიბისი“ „ჯითისი ჯგუფის" ფინანსური პარტნიორი და ჯგუფში შემავალი თითოეული კომპანიის განვითარებას მხარდამჭერია. სამშენებლო მასალების მოპოვების, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორში, "თიბისი" ბაზრის ლიდერია.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



