12:43 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 17:00:14, 618 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - აგვისტოს ომის დროს, ლაჩარმა სააკაშვილმა მიწაზე ფორთხიალით დაამახსოვრა მსოფლიოს თავი

 

აგვისტოს ომის დროს, ლაჩარმა სააკაშვილმა მიწაზე ფორთხიალით დაამახსოვს მსოფლიოს საკუთარი თავი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობამ“ აგვისტოს ომის დროს „მოღალატეობრივ რეზოლუციას“ მოაწერა ხელი, რის საპირისპიროდაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა საქართველოს უდანაშაულობა.

„მინდა მოსახლეობას გავახსენო, აგვისტოს ომის დროს როგორ მოიქცა ლაჩარი სააკაშვილი, როგორ მიატოვა ჩვენი გმირი სამხედროები და თვითონ მიწაზე ფორთხიალით დაამახსოვრა მთელს მსოფლიოს საკუთარი თავი. მეორე, აგვისტოს ომის შემდეგ, როგორ იცავდა ჩვენი ქვეყნის პოზიციებს და ინტერესებს ყოფილი ხელისუფლება, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა სააკაშვილის დელეგირებით მოაწერეს ხელი, პრაქტიკულად „მოღალატეობრივ რეზოლუციას“, ამის საპირისპიროდ ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ქვეყნის უდანაშაულობა, გამარჯვება და აღიარება. ეს არის განსხვავება ჩვენს მთავრობასა და წინა მთავრობას შორის“, - განცახადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, ფეიქრიშვილზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წაუყენეს
პროკურატურამ პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ფეიქრიშვილის საქმეზე ბრალი წაუყენა
პაპუაშვილი – ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ცალკეული გადაცდომები იყო და ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილა, ამას ერთ-ერთში „ნაცმოძრაობა“ იმეორებს
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკურ ზრდას გადახედა და 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რის საფუძველზე?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics