11:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 15:29:36, 1086 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელოსაც ნარკოლოგიურის ეზოში თავს დაესხნენ და მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. 

ბათუმის ემერჯენსის ხელმძღვანელის, ნათია ბაბუხადიას განცხადებით, მამაკაცს საავადმყოფოში შემოყვანისთანავე აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები და მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული. 

​"პაციენტი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, ფაქტობრივად იყო კრიტიკული მდგომარეობა. შემოსვლისთანავე პაციენტს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები, იყო დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგული. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, პაციენტთან დაფიქსირდა სიკვდილი." - ამბობს ემერჯენსის ხელმძღვანელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics