12:17 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 12:06:48, 1054 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის 9 თვის შედეგები წარადგინა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის 9 თვის შედეგები წარადგინა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მერიის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით ყოველწლიურად იზრდება სოციალური პროგრამის მუხლების რაოდენობა და  დაფინანსება.
კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ  ისარგებლონ მერიის ყოველწიური სოციალური პროგრამის 33 მუხლის დახმარებით.
"2021 წლის 9 თვეში მერიის სოციალური პროგრამით 888 453  ლარის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 2 242 მოქალაქემ და 361 დევნილმა ოჯახმა ისარგებლა. დაფინანსდა:
• ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება,
• კიბოსწინარე დაავადებით დაავადებულთა ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება,
• კარდიოქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება,
• თვალის ოპერაციის და ავასტინის ინექციის თანადაფინანსება,
• სიმსივნით დაავადებულ პირთა კვლევები და პროცედურები,
• კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, კოლონოსკოპიის, სცინტიგრაფიის დაფინანსება,
• კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, სისხლძარღვების სტენტირება და შუნტირება დაფინანსება,
• უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა,
• თირკმლის უკმარისობით (დიალიზი) დაავადებულ პაციენტების დახმარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება,
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება,
• მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება,
• მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლის, დედ-მამით ობოლი ბავშვების,
• დედ-მამით ობოლი ბავშვების, 18-წლამდე ასაკის უსინათლო შშმ, 18-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირების საკურორტო დახმარება
• სტუდენტებისა დახმარებ,ა
• სააღდგომოდ სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის,
• კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება,
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება
• საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ინვალიდთა დახმარება,
• საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ინვალიდთა საკურორტო დახმარება,
• ხანძრების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება და სხვა.
სოციალური პროგრამის მუხლთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2021 წელს დამატებულია ახალი მუხლი - ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაციები ხერხემალსა და კიდურებზე და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული კონსტრუქციების დემონტაჟი.
2021 წლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალური პროგრამა განსაზღვრულია 995 000 ლარის ოდენობით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებით დაფინანსებას ვზრდით, რათა პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება წლის განმავლობაში ყველა პაციენტმა მიიღოს. პარალელურად ვზრუნავთ სასოფლო ამბულატორიების  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეც - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics