11:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 16:56:16, 666 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა პროექტდება

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე,  ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოები დაიწყო.  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯების, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის დაპროექტებას გეგმავს.

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ისპანის ტორფნარები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაცული ტერიტორიების მენეჯმენტთან ერთად მოინახულა და ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები განიხილა.
ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით  მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს.  წელს, ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე დაპროექტდება  მოსასვენებელი, რეკრეაციული სივრცე, სადაც  მოსასვენებელი კოტეჯისა და სფაგნუმების მიმართულებით გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობაა შესაძლებელი. ასევე,გაკეთდება შემეცნებითისივრცე, სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი და ვიზიტორებს სფაგნუმებზე  ხელით შეხების საშუალება ექნებათ. აქტივობების სივრცესთან კი შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა მოეწყობა.

ტურისტული ინფრასტრუქტურული განვითარება ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics