|
2021-10-16 15:08:54, 925 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება
საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით შეაჯამეს, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. „თვითმმართველი ქალაქის, თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტები - „ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ევროპელი სოციალისტები“, „გახარია-საქართველოსთვის“, „თავისუფალი საქართველო“, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ზურაბ - გირჩი ჯაფარიძე“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი. ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია-საქართველოსთვის“, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი. მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს. მეორე ტური კანონმდებლობის შესაბამისად 30 ოქტომბერს გაიმართება“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)