|
2021-10-16 14:25:56, 1017 ნახვა
პოლიტიკა
Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი გუშინდელ დაკავებასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობს
„თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი და მისი რამდენიმე მეგობარი გუშინ ღამით, 15 ოქტომბერს, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავეს. ღამითვე ცნობილი გახდა, რომ თაბაგარი და მასთან ერთად მყოფი ადამიანები პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. გიორგი თაბაგარი გუშინ მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და დეტალებზე საუბრობს. „ექსპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „საქსეს ბარის გახსნა იყო გუშინ და ძალიან კარგი საღამო გვქონდა. ორწლიანი შესვენების შემდეგ თავი ადამიანებად ვიგრძენით, სულ რამდენიმე საათით. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ აცრილ ადამიანებს შეეძლოთ ბარში შესვლა და ამას მკაცრად აკონტროლებდნენ შესასვლელში. ძალიან მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა, იმიტომ რომ ჩვენ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფი ვართ! მოკლედ, ბარი დაიხურა 11-ზე და ორი წლის უნახავი ადამიანები უბრალოდ ერთმანეთს ვესაუბრებოდით ქუჩაში. დაახლოებით 23:10-ზე მოვიდნენ პოლიციელები და რამდენიმე წუთის განმავლობაში არკვევდნენ სიტუაციას. მეც ვესაუბრე და ყველაფერი მშვიდად იყო. არ უთქვამთ რომ დაიშალეთ და სახლებში წადით, ან რამე მსგავსი. არაფერი კანონსაწინააღმდეგო იქ არ ხდებოდა. ალბათ ჩვენი საუბრიდან 3-4 წუთის შემდეგ ვხედავ რომ პოლიციელები მიათრევენ ჩვენს მეგობარს და თანამშრომელს. უსახლკარო ადამიანს (!), რომელსაც სწორედ პოლიციის უმაქნისობის გამო, ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა და ექმნება ამ ქვეყანაში.. ათამდე პოლიციელი იყო ალბათ. გამოვესარჩლეთ, ვეკითხებოდით სათითაოდ, რატომ აკავებდნენ ამ ადამიანს. არც ერთმა პასუხი არ გაგვცა! უსამართლობა ხდებოდა და შევეწინააღმდეგეთ. ამ ძიძგილაობაში მეც გამათრიეს, ჯერ კინაღამ დამახრჩო პოლიციელმა, შემდეგ ჩამტენეს მანქანაში ბორკილებით. ჯამში, საათნახევარზე მეტი გავატარე ალბათ ამ მანქანაში. წყალიც ძლივს მომიტანეს ნახევარსაათიანი ხვეწნის შემდეგ. რისთვის, რატომ?! რა საჭირო იყო ეს ძალის დემონსტრირება და სრულიად უადგილო ძიძგილაობა? ამ დროს კრიმინალი ყვავის ქვეყანაში და რაზე ხარჯავენ დროს და რესურსს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, სად იყვნენ ეს პოლიციელები 5 ივლისს, ოფისს რომ გვირბევდნენ იმავე ქუჩაზე?! სად იყვნენ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მათი დახმარება, მოსაკლავად რომ მოგვდევდნენ?! ასე უკუღმა როგორ არის ყველაფერი მოწყობილი, მართლა ვერ ვხვდები. 5 ივლისის გამტარებელი პოლიცია,ზურა მახარაძეს და მორგოშიას, ამდენი მტკიცებულების მიუხედავად რომ არ აკავებს, სამაგიეროდ, რაღაც აბსურდული მეთოდებით ჩვენ გვიპირისპირდება, აშკარად აცდენილია სამართლიანობის პრინციპებს! ძალიან გულსატკენი იყო ამ ყველაფრის ყურება, რამდენჯერმე ვიტირე უსამართლობის შეგრძნების გამო. ცისფერი მთები გახდა ეს ქვეყანა და რთულია ამ ყველაფერს მშვიდად უყურო. არადა ძალიან გვინდა მშვიდად ცხოვრება. ბევრს ვითხოვთ?! აქვე მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გამხნევებისთვის!". - წერს გიორგი თაბაგარი.
ოქტომბერში დაფიქსირებული კლების მიუხედავად, 2026 წელს ევროკავშირის მიერ რუსული „იამალ LNG“-ის შესყიდვები 9 მილიარდ დოლარზე მეტს აღწევს
ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 5%-ით, იმპორტი კი 11%-ით გაიზარდა
პაპუაშვილი - გვიკრძალავდნენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად ზრდიან რუსული თხევადი გაზის ექსპორტს
ბრიფინგი პროკურატურაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)