|
2021-10-16 13:57:21, 792 ნახვა
საზოგადოება
კაცი, რომელიც ოჯახის 4 წევრს გლოვობს - ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, ერთ წუთში დამენგრა ცხოვრება თავზე
ერთ წუთში გადამიწყდა ცხოვრება, უბედნიერესი კაცი ვიყავი, მაგრამ ასეთია ღვთის ნება, - ამის შესახებ რამაზ დავლაძემ, კაცმა, რომელმაც ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს 4 ოჯახის წევრი დაკარგა, ჟურნალისტებს განუცხადა. „დამენგრა ცხოვრება თავზე, მეტი რა უნდა ვთქვა, ერთ წუთში გადამიწყდა ცხოვრება, უბედნიერესი კაცი ვიყავი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, მაგრამ ასეთია ღვთის ნება და ჩემი განგება. რომ მივდიოდი ბულვარში, მთელი ტროტუარი მიმქონდა. დამენგრა ცხოვრება, ცრემლს ვეღარ გავაჩერებ ჩემს თვალზე. ერთი ბიჭი დამრცა და ეგ არის, რაც სტიმულს მაძლევს ცხოვრების და ამხელა ტკივილის გადატანის“, - განაცხადა რამაზ დავლაძემ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიმდინარეობდა თუ არა სამუშაოები კორპუსის სადარბაზოში, დავლაძემ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ არაფერი უნახავს, რადგან ადგილზე არ იმყოფებოდა. „ქვემოთ აკეთებდნენ ხოლმე რაღაცას, უკაკუნებდნენ, მაგრამ თბილისში ვიყავი წასული და 2 რიცხვის მერე არ მინახავს არაფერი. არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, ღმერთის მეშინია. მე პირველ რიცხვში მივედი მათთან ვინც იქ სამუშაოებს აკეთებდა და ვუთხარი, რომ ეს არის მზიდი კედელი და ამას ხელი არ მოკიდოთთქო. იქ მანამდე იყო 2 ოთახიანი ბინა და რომ ვნახე სამუშაოების დროს, ფაქტობრივად დიდი სივრცე დამხვდა, რომელსაც არც კედელი ჰქონდა და არც არაფერი. მე მშენებელი ვარ პროფესიით, არ იყო მანდ ისეთი დანგრეული იმ დროს, რომ რაიმეს კითხვის ნიშნები გამოეწვია, მაგ დროს მზიდი კედლები ადგილზე იყო, ეს ვნახე მე პირველში“, - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, რამაზ დავლაძის 4 ოჯახის წევრი, კერძოდ, მეუღლე, ორი შვილი და ძმა. კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)