|
2021-10-14 21:10:33, 746 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ვიდრე უთავმოყვარეო ჯამბაზებს ჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში, მშვიდად ვერ ვიქნებით
მანამ სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს თქვენი მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, საპროტესტო აქციაზე ყოფნისას მას ბევრი ემოცია დაუგროვდა, მათ შორის, ბრაზის, იმედისა და სოლიდარობის. „როგორც არასდროს, დღეს ყველა ამ ქვეყანაში, თქვენი შემხედვარე არის ამაყი და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, მადლობა რომ არსებობთ, მადლობა, რომ გული გიძგერთ ქართული პატრიოტიზმით. დღეს ძალიან ემოციური დღეა, ყველასთვის. ძალიან ბევრი ემოცია ირევა ერთმანეთში, ბევრი ემოცია ირევა და პირველ რიგში, პირველი ემოცია ეს არის ბრაზი, ბრაზი იმიტომ, რომ აქ და ახლა, ჩვენს თვალწინ, საქართველოში ისტორიული უსამართლობა ხდება. დიახ, ისტორიული უსამართლობა ხდება. თითოეული ჩვენგანი ძალიან მაგრად გაბრაზებულა ისტორიულ უსამართლობაზე საქართველოს ისტორიის წიგნებს როდესაც ვკითხულობდით, სადაც ბევრჯერ განგვიდევნია, შეგვივიწროვებია ან მოგვიკლავს კიდეც. მეორე ემოცია, რომელიც ამდენ ემოციაში ირევა, არის იმედი და რატომ იმედი? იმიტომ რომ ის რაც უკვე მოხდა, მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით, მაგრამ დღევანდელობას შევცვლით ჩვენი სიმრავლით, სიმტკიცით და სიმართლით. ამ ყველაფრით შევცვლით რეალობას და დღევანდელობას, ამიტომაც, ერთ-ერთი ემოცია რომელიც გვეუფლება ახლა, არის იმედი. კიდევ ერთი ემოცია, რომელიც აქ ირევა, თავისუფლების მოედანზე, არის სოლიდარობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მანამ სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს თქვენი მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, მანამ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს. დღეს ყველა, გარდა სამარცხვინო ხელისუფლებისა, გარდა ოკუპანტებისა, გარდა კრემლის პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იქნება ციხეში გამოკეტილი და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის არ გამოვა გარეთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)