|
2021-10-13 11:41:21, 471 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი პიტერ ვიბლერს და მარიკა ოლსონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერს და USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელ მარიკა ოლსონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილების, წყლის და ნარჩენებისა მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე და განსახორციელებელი პროგრამების მნიშვნელობის საკითხებსაც. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა USAID-ს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პიტერ ვიბლერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ USAID განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით. USAID-ისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. მისიის ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს დაეხმაროს ისეთი აქტივობების განხორციელებაში, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას და სათბური აირების გაფრქვევის შემცირებას შეუწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)