|
2021-10-12 14:46:06, 619 ნახვა
პოლიტიკა
საია - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბერის ადგილობირვ არჩევნებზე, საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკის მქონე პირბადით მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა - ინფორმაცის „ახალგაზრდა იურისტთა ასოსციაცია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საჩივარი საიამ შიეტანა და ცესკოს შესაბამისი რეაგირება მოსთხოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საჩივარი 12 ოქტომბერს განიხილა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა. „2021 წლის 02 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, N02.02.76 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა. როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში კახა კუჭავა იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა. ამ ფაქტზე საიამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საჩივრით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საიას საჩივარი. შედეგად, ხსენებული პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს.“- ნათქვამია საიას განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)