|
2021-10-10 00:15:39, 1006 ნახვა
პოლიტიკა
ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში აქცია მსვლელობა გამართა
ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავს. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ენმ-ში განაცხადეს, რომ აქცია არ უქმდება, მაგრამ მდუმარე იქნება. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს. აქციის მონაწილეები ენმ-ს შტაბიდან მსვლელობით დაიძრნენ და ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მივიდნენ, სადაც შეკრებილებს პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მიმართა. მან 14 ოქტომბერს თბილისში მორიგი აქცია დააანონსა და მხარდამჭერებს უთხრა, რომ ძალიან ბევრნი უნდა შეიკრიბონ. მიუხედავად იმისა, რომ აქცია მდუმარე იყო, რამდენჯერმე მანიფესტანტებისგან გაისმა შეძახილი - "მიშა, მიშა". "იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რამდენიც არასოდეს ჯერ განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. და რა არის იქ შეკრების მიზეზი ხალხნო, გასაგებია ამაზე ვილაპარაკე — ჩვენი ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის სურვილი კი არა, ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას დიდი სიამოვნებით", — განაცხადა მელიამ. ამასთან, პროტესტის მიზეზი, "ნაციონალური მოძრაობის" განმარტებით გახდა საოლქო კომისიის დალუქულ ოთახში, ოლქის თავმჯდომარის ყოფნა, რომელიც მათი მტკიცებით "ბიულეტენებში იქექებოდა". ბრალდებებს მირანდა მესხი უარყოფს. პრეტენზიებს არც მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში იზიარებენ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)