|
2021-10-07 15:29:47, 996 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ აქვს ლეიბი და ტელევიზორი
ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად ცდილობს გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას ან არშექმნას, როგორიც არის მაგალითად, ტელევიზორის დაუდგმელობა, ასევე ლეიბის საკითხი. ამ დრომდე არ აქვს სააკაშვილს ლეიბი. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკშვილის ამოცანაა, რომ პროტესტის მშვიდობიანი, თუმცა ძალიან მკაფიო და რთული ფორმით, როგორიცაა შიმშილობა უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოში ხდება. „მიშა თავს გრძნობს ძალიან ენერგიულდ, მიუხედავად, იმისა, რომ დღეს შიმშილობს მეშვიდე დღეა, ის არის შემართული გამარჯვებისთვის და ქართული საზოგადოება გასცემს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ პრორუსულ რეჟიმს პასუხს იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე ტრიალებს და რაც გამოიხატება მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად ცდილობს გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას ან არშექმნას, როგორიც არის მაგალითად, ტელევიზორის დაუდგმელობა, ასევე ლეიბის საკითხი. ამ დრომდე არ აქვს სააკაშვილს ლეიბი. მიშას პრინციპული პოზიციაა შიმშილობა და ეს პოზიცია მომდინარეობს იმ უსამართლობასთან ბრძოლის წინააღმდეგობიდან, რაშიც სააკაშვილი და მთელი ქართული დემოკრატიული საზოგადოებაა შესული. მიშას ამოცანაა, რომ პროტესტის ამ მშვიდობიანი, თუმცა ძალიან მკაფიო და რთული ფორმით უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოშია“ - განაცხადა ადვოკატმა ბასილაია ასევე შეეხო, ნარკოტიკების თემას, მან განმარტა, რომ ისინი მზად არიან ყველაფერი გამჭვირვაედ ტელევიზიების თვალწინ მოხდეს. „ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის შეშინებული ხელისუფლების პოზიციები, მათ უნდათ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან მიშას. მაგრამ ამავდროულად, ყველანი ვხედავთ როგორი ქოსატყუილა ხელისუფლება გვყავს. მაგალითად, გუშინ, როდესაც საუბრობდა ღარიბაშვილი რაღაც ბლეფზე და სისულელეზე, ბოდვაზე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. გამოვედით და გუშინ ვისაუბრეთ, რომ ჩაატარონ ნარკოტესტი ტელევიზიების თანდასწრებით, ასევე მათი თანდასწრებით ნიმუშების ტრანსპორტირებაც მოხდეს ტელევიზიების თანდასწრებით და ნიმუშების კვლევაც საჯაროდ . მაგრამ ამას ვერ იზამენ, რადგან იციან ეს დიდი ტყუილია“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)