|
2021-10-07 13:04:18, 816 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე - ტელევიზორი თუ უნდათ, ნათესავებმა მიუტანონ, მისთვის სასათბურე პირობები ვერ იქნება
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ქვეყნის ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში „სასათბურე პირობებს“ ვერ შეუქმნიან. მისივე თქმით, ტელევიზორი საპატიმროში არ არის პროტოკოლით გათვალისწინებული. „შიმშილობა მისი უფლებაა, უნდა იშიმშილოს, პროტესტის სხვა ფორმები გამოხატოს, უბრალოდ არგუმენტირებული უნდა იყოს ეს. სულ რომ მილიონი ადამიანი გამოვიდეს, დანაშაული აქვს ჩადენილი, დაჭერილია არგუმენტირებულად, 2012 წლამდე არსებული ციხე და ახლა არსებული ციხე რადიკალურად განსხვავებულია, მათ შორის, სამედიცინო აღჭურვილობით, შესაბამისი სერვისებით. მე მჯერა ჩვენი ექიმების და დარწმუნებული ვარ, თუ კალორიულობის დეფიციტი ან პრობლემა აქვს, იმედია დაეხმარებიან. რაც შეეხება ტელევიზორს, ინტერნეტს და ასე შემდეგ. ტელევიზორი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული, თუ უნდათ, ნათესავებმა მიუტანონ, რაც ეხება მობილურს შეზღუდულია და იმ გრაფიკით მიეწოდება, როგორც დანარჩენ პატიმრებს, მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები ვერ იქნება და არ იქნება. კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და განსხვავებული მიდგომები არ იქნება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)