|
2021-10-07 10:30:54, 697 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - ინფორმაცია ე.წ დისბალანსთან დაკავშირებით სპეციალური საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებზე არასწორია
სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება სპეციალური უბნების (ე.წ. „კოვიდ“ უბანი და პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნები) შემაჯამებელი ოქმები და პირები, რომლებიც ამ ოქმებს ავრცელებენ აპელირებენ ე.წ. დისბალანსზე. - ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მედიასთან განცხადება ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა თორნიკე გოგისვანიძემ გააკეთა. „წარმოგიდგენთ მაგალითებს თუ რატომ არ უნდა დაესვას კითხვის ნიშანი აღნიშნული ოქმების სისწორეს. მაგალითად N20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის N86 საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელიც წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას, შედგა სამი სახეობის ოქმი, რომელშიც თითქოს დისბალანსია. თუმცაღა ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ზემოაღნიშნულ უბანზე, ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ პროპორციულ ნაწილში მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა. პროპორციულ ოქმში სისწორე დაცულია. ცალსახაა, რომ შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც შედგა პენიტენციურ დაწესებულებებსა და ე.წ. კოვიდუბნებზე, დისბალანსი იქნება, ვინაიდან სპეციალურ უბნებზე ამომრჩევლები არ აძლევენ ხმას მაჟორიტარული სისტემით, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. აქედან გამომდინარე გთხოვთ გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები და ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში; აქვე აღვნიშნავთ თუ იარსებებს ისეთი ოქმები, რომლებიც შეიცავენ ხარვეზს, ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ იქნება სათანადოდ შესწავლილი“, - განაცხადა თორნიკე გოგისვანიძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)