|
2021-10-04 20:38:06, 394 ნახვა
პოლიტიკა
ელისო კილაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ევაჭრებოდნენ საქართველოდან წასვლაზე,მას პირადად დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა
მე პირველსავე დღეს გავავრცელე, რომ მიხეილ სააკაშვილს ევაჭრებოდნენ საქართველოდან წასვლაზე, რომ ის წასულიყო და ვერავინ გაიგებდა მის საქართველოში ყოფნას - ამის შესახებ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა, ელისო კილაძემ "მთავარი არხის" ეთერს საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს პირადად ბიძინა ივანიშვილი ესაურა. " ღარიბაშვილი არის არადეკვატური და აქვს მაგრამ ზოგჯერ აქვს წამოცდენები, მან ფაქტობრივად დაადასტურა ის ინფორმცია,რომელიც მე პირველსავე დღეს გავავრცელე, რომ მიხეილ სააკაშვილს ევაჭრებოდნენ საქართველოდან წასვლაზე, რომ ის წასულიყო და ვერავინ გაიგებდა მის საქართველოში ყოფნას და განიხილებოდა ვერსია, რომ ის ვიდეოები ჩაწერილია იმ მომენტისთვის, როცა მისი დაცვის წევრები მეზღვაურებთან ერთად და იტყოდნენ, რომ შემოვიდა საქართველოში, გადაიღო ეს ვიდეოები და გაიპარა ქვეყნიდან. მიხეილ სააკაშვილმა ამ შეთავაზებაზე თქვა უარი. სხვათა შორის, ვიღაცას არ დაურეკავს, ჩემი ინფორმაციით პირადად ივანიშვილმა დაურეკა და 10 წუთი ჰქონდა მას მოსაფიქრებლად დრო და მან მოფიქრების დრო, რა თქმა უნდა, არ გამოიყენა და თქვა, რომ ის მიდის ციხეში",-განაცხადა ელისო კილაძე.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)