|
2021-10-04 14:57:20, 618 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - პათოლოგიური ადამიანი ციხეშია, გვაქვს შანსი, გავაჯანსაღოთ პოლიტიკური სპექტრი
პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 19 წელი მოსვენებას არ აძლევდა ქვეყანას, დღეს არის ციხეში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განცახადა. კობახიძის თქმით, საქართველოში პოლიტიკური სპექტრი არ გამოჯანსაღდება მანამ, სანაც იქნება "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მისივე თქმით, პოლარიზაციის მთავარი წყაროა. "ნაცმოძრაობა“ არის პოლარიზაციის მთავარი წყარო, რომელიც სივრცეს არ ტოვებს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. როგორც კი საბოლოოდ მოიშლება ეს პოლიტიკური პარტია, ველი გაჯანსაღდება და ამისთვის არის საუკეთესო საფუძველი – ერთი, რომ მათ მძიმე მარცხი იგემეს არჩევნებზე, რომელიც თავად გამოაცხადეს რეფერენდუმად და მეორე, მათი ბელადი არის ციხეში, რასაც ელოდა ქართული საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში, უამრავი დანაშაულის ჩამდენი პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 18 წელი მოსვენებას არ აძლევდა ამ ქვეყანას დღეს არის ციხეში. ამ პირობებში გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, რომ თვისებრივად გავაჯანსაღოთ პოლიტიკური სპექტრი და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. პათოლოგიური ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)